12.სექტემბერი .2019 19:20

ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი ქვეყნების ტოპ–ათეული

views 799
უკან

ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელმა, ფრეიზერის ინსტიტუტის 2019 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ერთი საფეხურით გაიუმჯობესა პოზიცია და მეთორმეტე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოს ქულა პირველი ათეულის უკანასკნელ წევრთან, მავრისთან შედარებით, 0.13-ით ნაკლებია და 7.94-ს შეადგენს.

ანგარიშში მსოფლიოს 162 ქვეყანა სხვადასახვა კრიტერიუმების მიხედვით არის შეფასებული, მათ შორისაა - მთავრობის ზომა, ბიზნესის კეთების სიმარტივე, საკუთრების უფლება და სასამართლო სისტემა, ასევე რეგულაციების ტვირთი და საგარეო ვაჭრობის სიმარტივე. ინდექსით 5 ძირითადი სფერო და 43 პარამეტრი იზომება, თითოეულ მათგანში ქვეყნებს 0-დან 10 ქულამდე ენიჭებათ. ჯამურად, საქართველოს ქულა 7.94-ს შეადგენს, რაც 2018 წელს გამოქვეყნებულ ინდექსთან შედარებით 0.06 ქულით მეტია. აღნიშნული გაუმჯობესება იმის საფუძველი გახდა, რომ სიაში საქართველოს ერთი საფეხურით წინ წაენაცვლებინა.

ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით, მსოფლიოს ქვეყნების ტოპ–ათეული:

1) ჰონგ კონგი - 8.91 ქულა;



2) სინგაპური - 8.71 ქულა;



3) ახალი ზელანდია - 8.50 ქულა;



4) შვეიცარია - 8.40 ქულა;



5) აშშ - 8.19 ქულა;



6) ირლანდია - 8.13 ქულა;



7) დიდი ბრიტანეთი - 8.09


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა