02.მარტი .2016 12:11

ეკონომიკის სამინისტრო პირველი აპრილიდან ჭოველიძის ქუჩაზე ქირით გადავა

views 1305
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პირველი აპრილიდან ჭოველძის ქუჩაზე გადაინაცვლებს.
 
ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ახალი შენობა სამინისტროს ბალანსზე არ ირიცხება და უწყება ობიექტს ქირით აიღებს, რაშიც დაახლოებით თვიურად 75 000 დოლარს გადაიხდის. უწყების განმარტებით, ჭანტურიას ქუჩაზე არსებული შენობა, სადაც ეკონომიკის სამინისტრო ამ დრომდე მუშაობს, აუქციონზე 6 მილიონ დოლარად იყო გატანილი და 9 მილიონ 500 ათას დოლარად გაიყიდა.

უწყების განმარტებით, ჭანტურიას ქუჩაზე არსებული შენობა, სადაც ეკონომიკის სამინისტრო ამ დრომდე მუშაობს, აუქციონზე 6 მილიონ დოლარად იყო გატანილი და 9 მილიონ 500 ათას დოლარად გაიყიდა.

ჭანტურიას ქუჩაზე არსებული შენობა 1 იანვრიდან "ჰუალინგ ჯგუფს" ეკუთვნის.
 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა