მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტრო ახალ შენობაში, სავარაუდოდ აპრილის დასაწყისში გადავა

56aa12b9357dd
BM.GE
28.01.16 17:05
1495
ეკონომიკის სამინისტრო ახალ შენობაში სავარაუდოდ აპრილის დასაწყისში გადავა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ქეთი ბოჭორიშვილმა "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ინვესტორი, რომელმაც სამინისტროს არსებული შენობა შეიძინა ობიექტის დაცლასთან დაკავშრებით, თავდაპირველად დათქმული ვადების დარღვევის გამო პრეტენზიას არ გამოთქვამს.
 
"უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ სად გადავდივართ. სავარაუდოდ აპრილის პირველ ნახევარში ახალ შენობაში ვიქნებით", - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტროს შენობა "ჰუალინგ ჯგუფმა" 9,45 მილიონ დოლარად იყიდა. ადგილზე სასტუმროს განთავსება იგეგმება.