მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პასუხობს

5d110d5f9ece0
დათო ჯალაღონია
24.06.19 21:49
8557
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს იმ განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმად, ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლების მიმართ დავალიანება დაუგროვდათ.

"ჩვენი ინფორმაცია ქართული ავიაკომპანიებისგან არის ის, რომ მათ ეს დავალიანება არ გააჩნიათ. ასევე იყო საუბარი უსაფრთხოებაზე. ჩვენი ავიაკომპანიები პასუხობენ ძალიან მაღალ სტანდარტებს და რასაკვირველია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება", - განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის: 8 ივლისიდან ქართული ავიაკომპანიების ავიარეისები რუსეთის ფედერაციაში შეჩერდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამის შესახებ რუსეთის საავიაციო უწყებამ საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას უკვე აცნობა.

ფრენების შეჩერების მიზეზად, ფრენების არასაკმარისი უსფართხოება და ნავიგაციის წინაშე არსებული დავალიანება სახელდება.

როგორც რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, ამ დროისათვის ქართული მხარის დავალიანება 792 543,19 აშშ დოლარს და 592 251,95 რუბლს შეადგენს.

ავიამიმოსვლის აღდგენის პირობად ქართული ავიაკომპანიების მიერ საავიაციო უსაფრთხოების პროგრამების წარდგენა და აეროსანავიგაციო მომსახურების დავალიანების დაფარვა სახელდება.

"აღნიშნული დავალიანება ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ 2008 წელს აღიარა, თუმცა არ დაუბრუნებია.

რუსეთის საავიაციო ხელისუფლება მზადაა კონსულტაციები გამართოს ქართულ მხარესთან", – წერია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.