16.მაისი.2019 16:57
ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრი: "კარგია, რომ ჩვენ, საქართველო, ერთი ნაბიჯით წინ ვართ"

ეკონომიკის მინისტრი: "კარგია, რომ ჩვენ, საქართველო, ერთი ნაბიჯით წინ ვართ"
ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე ასტანის ეკონომიკური ფორუმის დღის წესრიგი და მისი მსვლელობისას განხილული აქტუალური საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივის ცენტრალური დერეფნის ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავამ, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ნურ-სულტანში ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.

აღნიშნულ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მოხსენებით გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ჩვენი რეგიონის მრავალპროფილურ ცენტრად ქცევის ამბიცია და სურვილი, რომ გახდეს ბიზნესის კეთების, კაპიტალდაბანდებების, ფინანსებზე წვდომის, ინოვაციების, ტურიზმის, ვაჭრობისა და ლოგისტიკის ცენტრი.

ნათია თურნავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქცენტები, რომლებზეც ფორუმზე სიტყვით გამოსვლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა, ძალიან დიდ სინერგიაშია იმ აქცენტებთან, რომელიც ზოგადად კეთდება ფორუმის სხვა გამომსვლელთა მიერ და მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პროცესებს ასახავს.

„ყველამ გააკეთა აქცენტი განათლების მნიშვნელობაზე. კარგია, რომ ჩვენ, საქართველო, ერთი ნაბიჯით წინ ვართ. ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ განათლების მნიშვნელობაზე, არამედ კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებები გვაქვს მიღებული ამასთან დაკავშირებით, რაც წარვადგინეთ კიდეც დღეს," - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავამ ასევე ყურადღება გაამახვილა ფორუმზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მოყვანილ სტატისტიკაზე, რომლის თანახმადაც, გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 70 პროცენტი რეცესიაშია და ტემპები კლებულობს იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე საუბრობს. „ამ ფონზე, მით უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მიღწევა მაღალი დინამიკური ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

26.მაისი.2019 22:03
69

გაფიცულ მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

ვრცლად
26.მაისი.2019 21:10
226

რას გულისხმობს ქუთაისის ბრენდინგი? – გეგმები იმერეთში

ვრცლად
26.მაისი.2019 20:00
152

რევაზ ვაშაკიძე: სოფლის მეურნეობაში უნდა შეიქმნას ფუნდამენტი – ხორბალი და მარცვლეული

ვრცლად
26.მაისი.2019 19:40
500

თორნიკე რიჟვაძე: წლის ბოლომდე გადაწყდება, ბათუმში აეროპორტი გაფართოვდება, თუ ახალი აშენდება

ვრცლად
26.მაისი.2019 19:15
141

რა სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს

ვრცლად
26.მაისი.2019 18:50
517

ქალაქები, სადაც ცხოვრების დონე ყველაზე მაღალია

ვრცლად