მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრი ფოთის პორტის მენეჯმენტს შეხვდა

5d284808e9315
შოთა ტყეშელაშვილი
12.07.19 13:00
1280
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ფოთის ნავსადგურის ხელმძღვანელთან კლაუს ლოურსენთან გამართა შეხვედრა, ამის შესახებ BMG-ის "APM ტერმინალსის" პრესსამსახურში დაუდასტურეს. კომპანია მინისტრთან გამართული საუბრის ზუსტი დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს.

APM-ი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას გეგმავს, შესაძლოა, მინისტრთან შემდგარი საუბრის ერთ-ერთი საკითხი სწორედ ეს იყო:

როგორც ცნობილია, ფოთის ნავსადგურის მმართველი კომპანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 351,056 კვადრატული მეტრის გადაცემას ითხოვს. ამის შესახებ პორტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს ლოურსენმა სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ სახელმწიფო ქონების სააგენტოს პირველად წერილობით 2018 წლის 24 ოქტომბერს მიმართა. ამ დროს კომპანია აცხადებს, რომ მას ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაცია უკვე წარდგენილი აქვს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი სსიპ-ია.

მიწები, რომელთა გადაცემასაც APM ტერმინალსი ითხოვს:



მოგვიანებით, 2018 წლის 5 ნოემბერს, "ეიპიემ ტერმინალსი" ქონების ეროვნულ სააგენტოში კიდევ ერთ წერილს აგზავნის და სააგენტოს მოთხოვნილი ნაკვეთების აზომვით ნახაზებს აწვდის. 

მხოლოდ მეორე წერილის შემდეგ პასუხობს APM-ს სააგენტო. 2018 წლის 4 დეკემბერს სააგენტო ეიპიემ ტერმინალსისგან წერილობით ითხოვს, დაზუსტებული წინადადებების წარმოდგენას მათ მიერ მოთხოვნილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. დაზუსტება გულისხმობს ინფორმაციას უძრავი ქონების გადაცემის ფორმის, ვადის, საფასურის და სხვა პირობების შესახებ. 

ამის შემდეგ, ფაქტად დგება, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, გრიგოლ კაკაურიძის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლოდ გამოყენების პირობებს გამოსცემს მიუხედავად იმისა, რომ “ეიპიემ ტერმინალსს” არაფერი დაუზუსტებია, როგორც ამას ქონების სააგენტო ითხოვდა. სააგენტოს ბრძანება 2 მაისით თარიღდება. 

გრიგოლ კაკაურიძის გადაწყვეტილება მოქმედმა მინისტრმა ნათია თურნავა გააუქმა და გრიგოლ კაკაურიძე სამსახურიდან გაათავისუფლა. მიზეზად ხარვეზიანი ნებართვა დასახელდა. როგორც ცნობილია, APM Terminals-ი საქართველოს მთავრობისგან ამ გადაწყვეტილების ოფიციალურ განმარტებას ელოდა.