მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძე რეგიონებში არსებული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

5d5bd2280bb7a
თელარა გელანტია
20.08.19 15:04
738
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რეგიონებში არსებული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

„პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვა და ხარისხიანი სამედიცინო სერვისები იყო შეხვედრის მთავარი აქცენტები. ეკატერინე ტიკარაძემ სამედიცინო სექტორის ხედვები მოისმინა, როგორც პირველადი ჯანდაცვის, ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარების მიმართულებით. მხარეებმა იმსჯელეს სელექტიური კონტრაქტირების პირობებსა და გამოწვევებზე.

შეხვედრას 60-ზე მეტი კლინიკის წარმომადგენელი ეწსრებოდა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.