12.ივნისი.2019 17:01
ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძე: მაღაროელების მკურნალობას საჩხერის საავადმყოფო უზრუნველყოფს

ეკატერინე მიქაბაძე: მაღაროელების მკურნალობას საჩხერის საავადმყოფო უზრუნველყოფს
ჭაითურაში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში" დასაქმებული მაღაროელებისთვის შრომის პირობების, მათ შორის, ჯანდაცვასა და კვებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების შესახებ ისაუბრეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაში, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ მიიღო მონაწილეობა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული მართვის საკითხებში. მას ასევე დაესწრნენ პარლამენტის წევრი სულხან მახათაძე, „ჯორჯიან მანგანეზის" დროებითი მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეთანხმების შესრულების პროცესი კომპანიის ადმინისტრაციასა და მაღაროელებს შორის დადგენილ ვადაში მიმდინარეობს.

ამასთან, როგორც ითქვა, სამთავრობო უწყებების მონიტორინგი გაგრძელდება, რადგან შრომის ღირსეული პირობების შექმნა და დასაქმებულთა ინტერესების დაცვა მთავრობის პრიორიტეტია.

ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვასა და კვებასთან დაკავშირებული პირობების შესრულებაზე.

შეხვედრაზე განიხილეს ჯანდაცვის საკითხის კომპლექსური გადაწყვეტა - ადგილზე, საწარმოში მაღაროელების პირველადი მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა, უშუალოდ მკურნალობის კურსის საჩხერის საავადმყოფოში გავლა, რომელიც უმაღლესი სტანდარტებით არის მოწყობილი და ჭიათურიდან მხოლოდ 10 წუთის სავალზე მდებარეობს.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა პრობლემური საკითხის მოგვარებაში სრული კოორდინაცია გვაქვს და ასე ვცდილობთ საკითხების ეფექტიან და დროულ გადაწყვეტას. მაისის ბოლოდან მოყოლებული ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ და შეთანხმების პირობებს დადგენილ ვადაში ვაგვარებთ. კმაყოფილი ვარ, რომ შემიძლია ამ პროცესში მნიშვნელოვან პროგრესზე ვისაუბრო. კვების საკითხთან ერთად, დღეს ჯანდაცვის მომსახურების საკითხი განვიხილეთ. კერძოდ, მაღაროელთა მკურნალობის პროცესისთვის მზადაა საჩხერის საავადმყოფო, რომელიც თანამდროვე სტანდარტების აპარატურითაა აღჭურვილი და დასაქმებულებს მოემსახურება. ჯანდაცვის მიმართულება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ.




23.აგვისტო.2019 19:50
9

ნათია თურნავა: მცირე სასტუმროების დასახმარებლად მოვამზადეთ და გამოვაცხადეთ კონკრეტული კრიტერიუმები

ვრცლად
23.აგვისტო.2019 19:20
96

ნათია თურნავამ და თორნიკე რიჟვაძემ მცირე სასტუმროების მფლობელებს ახალი ინიციატივა გააცნეს

ვრცლად
23.აგვისტო.2019 19:10
37

შსს: წლის პირველ ნახევარში ქრთამის აღების შემთხვევები 43%–ით გაიზარდა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 17:40
236

რა პირობით მიიღებენ მცირე სასტუმროები მთავრობისგან სესხის თანადაფინანსებას

ვრცლად
23.აგვისტო.2019 17:32
578

რუსული ავიასანქციით დაზარალებული მცირე/საოჯახო სასტუმროები 1 სექტემბრიდან დაფინანსდებიან

ვრცლად
23.აგვისტო.2019 16:30
139

ლაურა ღაჭავა ნახევარმილიონიანი გირაოს შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს

ვრცლად