მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე მიქაბაძე: ექსპორტის ზრდა ეკონომიკური განვითარების მიმართ პოზიტიურ მოლოდინს ამყარებს

5d5a704bda504
თელარა გელანტია
19.08.19 13:45
667
„ექსპორტის ზრდა კიდევ ერთი დასტურია, რომ ფუნდამენტური ფაქტორები დადებითად ვითარდება, რაც კიდევ უფრო ამყარებს პოზიტიურ მოლოდინებს ეკონომიკური განვითარების მიმართ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ საგარეო ვაჭრობის სტატისტიკული მაჩვენებლის კომენტირებისას.


„საქსტატის" თანახმად, 2019 წლის ივლისში, წინა წელთან შედარებით ექსპორტი მნიშვნელოვნად 17.5%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 326.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ივლისში იმპორტი 4.4%-ით შემცირდა და 762.0 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. შესაბამისად, ივლისში სავაჭრო დეფიციტი მნიშვნელოვნად 83.5 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა და 435.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. სავაჭრო დეფიციტი, წინა წლის ივლისთან შედარებით, 8,3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და მან საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40%შეადგინა.


ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით, თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები კი ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას.

ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.