26.მაისი.2019 16:50
მსოფლიო

ეიფელის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე "ოაზისის" გაშენება იგეგმება

ეიფელის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე "ოაზისის" გაშენება იგეგმება
ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე "ოაზისის" გაშენება იგეგმება. ფრანგული გაზეთის Le Parisien-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პარიზის მერმა განაცხადა.

ანე ჰიდალგოს ცნობით, 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ეიფელის კოშკის გარშემო ავტომოძრაობა აიკრძალება და ზონა მწვანე "სამოთხედ" გადაიქცევა.

"ჩვენ არაორდანალურ ბაღს გავაშენებთ, სადაც ფრინველის ჭიკჭიკი გაგვაბედნიერებს", - დასძინა პარიზის მერმა.

ეიფელის კოშკიდან ტოკადეროს მოედნამდე დაახლოებით, 54 ჰექტარზე ფართო, გამწვანებული, ფეხით მოსიარულეთა ბილიკი გაშენდება, Pont d'Iéna სრულიად გამწვანდება და ავტომობილებისთვის ჩაიკეტება. ეიფელის კოშკის წინ, სანაპიროზე მდებარე საავტომობილო გზა კი, რომელიც 4–ხაზიანია, 2 ზოლამდე შემცირდება.

ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების პროექტში, ლანდშაფტის არქიტექტორი კატრინ გუსტაფსონია ჩართული, რომელმაც ლონდონის ჰაიდ–პარკში, პრინცესა დიანას სამახსოვრო მემორიალი დააპროექტა.

მასშტაბური გეგმის განსახორციელებლად პარიზის მთავრობა 72 მილიონ ევროს გამოჰყოფს.

ცნობისთვის, საფრანგეთის დედაქალაქს ყოველწლიურად 30 მილიონი ადამიანი სტუმრობს.


ავტორი: მიხეილ ხაჩიძე

22.ივლისი.2019 15:27
229

მავრიტანიის სანაპიროსთან საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა

ვრცლად
22.ივლისი.2019 13:57
111

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობი $4-ით გაიაფდა - კვირის მიმოხილვა

ვრცლად
21.ივლისი.2019 17:29
4581

Газета.Ru: თურქმენეთის პრეზიდენტი გარდაიცვალა

ვრცლად
21.ივლისი.2019 14:50
565

მშენებლობის ბუმი დუბაიში და მდიდრული ვილები იაფად

ვრცლად
20.ივლისი.2019 18:40
1551

რომელი ქვეყნები გამდიდრდებიან 2028 წლისთვის?

ვრცლად
20.ივლისი.2019 15:40
822

ყველაზე გავლენიანი ჩინური ბრენდების ტოპ-10

ვრცლად