14.მაისი.2019 15:41
ეკონომიკა, საფინანსო სექტორი

EIB: საქართველოს ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელებას მხარს დავუჭერთ

EIB: საქართველოს ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელებას მხარს დავუჭერთ
„საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ჩვენი მთავარი პარტნიორია და ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“, - ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, მამუკა ბახტაძემ და ვაზილ ჰუდაკმა EIB-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრეს და მომავალი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.

"საქართველოს მთავრობის მეთაურთან განვიხილეთ ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობის სამომავლო პერსპექტივები. ერთის მხრივ, გავაგრძელებთ აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას, რადგან ეს ევროპასთან დამაკავშირებელი გზა მნიშვნელოვანია დიდ ევროპულ ოჯახში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციისთვის. ასევე, მხარს დავუჭერთ ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელებას - ჰიდროელექტროსადგურებისა და გადამცემი ხაზების მოდერნიზაციას. ამ კონტექსტში, გვსურს, ხელი შევუწყოთ ახალ, ინოვაციურ საქმიანობას, რადგან საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს გამოგონებებისა და ტექნოლოგიური მიმართულებით, როგორიცაა მაგალითად, ელექტრომობილურობა, ადგილობრივი ტრანსპორტი. პრემიერ-მინისტრს მკაფიო ხედვა აქვს სამარშრუტო ტაქსების ელექტროავტობუსებითა და ეკოლოგიური მანქანებით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით. ამდენად, სიამოვნებით დავუჭერთ მხარს ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და მოდერნიზებას, რათა მგზავრობა ეკოლოგიურად უფრო სუფთა და უსაფრთხო გახდეს", - განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ.
ამასთან, საუბრისას ცნობილი გახდა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი ივლისში საქართველოს ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში "საქართველოს ევროპული გზა".

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საჯარო სექტორში დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა დაახლოებით, 1,33 მილიარდ ევროს შეადგენს; ხოლო კერძო სექტორში, არასუვერენული პროექტების დასაფინანსებლად, EIB-ის მიერ გამოყოფილია 188 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი.
ავტორი: თელარა გელანტია

27.მაისი.2019 09:00
33

დღეს, პარლამენტში, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი სტუდენტებს შეხვდება

ვრცლად
26.მაისი.2019 22:03
110

გაფიცულ მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

ვრცლად
26.მაისი.2019 21:10
307

რას გულისხმობს ქუთაისის ბრენდინგი? – გეგმები იმერეთში

ვრცლად
26.მაისი.2019 20:00
184

რევაზ ვაშაკიძე: სოფლის მეურნეობაში უნდა შეიქმნას ფუნდამენტი – ხორბალი და მარცვლეული

ვრცლად
26.მაისი.2019 19:40
640

თორნიკე რიჟვაძე: წლის ბოლომდე გადაწყდება, ბათუმში აეროპორტი გაფართოვდება, თუ ახალი აშენდება

ვრცლად
26.მაისი.2019 19:15
166

რა სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს

ვრცლად