25.თებერვალი .2016 16:30

ეგვიპტის პრეზიდენტი eBay-ზე განათავსეს

views 1171
უკან

ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათახ ალ-სისი აუქციონზე იყიდებოდა. პრეზიდენტმა ოთხშაბათს სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკის წასახალისებლად ის საკუთარ თავსაც გაყიდდა. მან ეგვიპტის მოსახლეობას სახელმწიფო ბიუჯეტის დახმარებისკენაც მოუწოდა.

განცხადებიდან მალევე, ეგვიპტის პრეზიდენტი eBay-ს აუქციონზე გამოჩნდა. გამოცემა independent-ის ინფორმაციით, ნახევარი დღის განმავლობაში ვაჭრობა 72 000 ევრომდე ავიდა, თუმცა საღამოს გვერდიდან ეგვიპტის პრეზიდენტი გაქრა.