მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეგვიპტის ფარაონის სნეფრუს პირამიდა ტურისტებისთვის იხსნება

5d2c9949b5e8f
მიხეილ ხაჩიძე
16.07.19 00:20
2065
ეგვიპტის ფარაონის სნეფრუს პირამიდა ტურისტებისთვის იხსნება - ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.

პირამიდა 1965 წლის შემდეგ დახურული იყო; ამიერიდან დამთვალიერებლებს იქ სარკოფაგებისა და არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ანტიკური, უნიკალური ნივთების ნახვა შეეძლებათ.

სნეფრუ IV დინასტიის პირველი ფარაონი იყო ძველ ეგვიპტეში. ისტორიაში ის შევიდა, როგორც პირამიდების მშენებელი. სწორედ მას უკავშირებენ 3 პირამიდის აშენებასაც. სნეფრუ ეგვიპტეს 24 წელი მართავდა.

ცნობისათვის: ეგვიპტის ტურიზმის სამინისტროს ვარაუდით, 2019 წელს ქვეყანას 10 მილიონი უცხოელი დამსვენებელი ესტუმრება.