15.იანვარი .2019 19:01

ეფრემ ურუმაშვილი: "კრიპტოვალუტები უნდა დარეგულირდეს, მათი რეგულაცია დაგვიანებულიცაა"

views 3188
უკან

ფინანსისტ ეფრემ ურუმაშვილის განცხადებით, კრიპტოვალუტებზე რეგულაციების შემოღება აუცილებელია და დაგვიანებულიცაა.

მისი განმარტებით, ბაზარი ახლა ისეთ სიტუაციაშია, როდესაც მსხვილი ორგანიზაციები უნდა დაინტერესდნენ მასში ინვესტირებით, მათ კი გარანტია სჭირდებათ, რომ კრიპტოვალუტებს არავინ არ აკრძალავს და ის რეგულირებული იქნება, ოღონდ ეს რეგულაცია მხოლოდ KYC და Anti-Money Laundering უნდა იყოს, რაც უზრუნველყოფს მსგავს სისტემას, როგორიც საბანკო სექტორშია.

„რეგულაცია ბაზარზე შემოიყვანს სტაბილურ ინვესტორებს. რეგულაცია არის მხოლოდ KYC (Know your costumer) და Anti-Money Laundering, მეტი არაფერი. იგივე პლატფორმა იქნება, რაც საბანკო სისტემას აქვს, შავმა ფულმა რომ არ იმოძრაოს. დღეს ბაზარი უკვე იმ სიტუაციაშია, როცა ინტერესი აქვს მსხვილ კორპორაციებს, როგორიცაა Goldman Sachs, Deutsche Bank და ა.შ.

მათ უნდა დაიწყონ თავიანთი კაპიტალის, ნაწილის მაინც, დაბანდება კრიპტოვალუტებში. მათ უნდა ჰქონდეთ გარანტია, რომ იქნება რეგულირებული და ვინმე მას მომავალში არ აკრძალავს. ოღონდ რეგულაცია უნდა იყოს სწორი, როგორიც არის KYC და Anti-Money Laundering, დანარჩენი ეს უნდა იყოს თავისუფალი და თვითრეგულირებადი, როგორიც არის დღეს, რაც „ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიამაც“ აღნიშნა.

მგონია, რომ რეგულაციისთვის შესაბამისი დრო კი არ არის, დაგვიანებულიცაა. ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი რეგულაციები შემოიღონ, რაც შეიძლება სწრაფად. თუ ამ რეგულაციებს მივიღებთ, ჩვენს ქვეყანას ძალიან კარგი შანსი აქვს, გავხდეთ მსოფლიო დონის ჰაბი", - განაცხადა bm.ge-თან ურუმაშვილმა.

მისივე აზრით, ეროვნული ბანკი პასიურ მდგომარეობაში.

"ეროვნული ბანკი არის პასიური, რითაც ხელიდან უშვებს ქვეყანა შანსს, რომ მოვიზიდოთ თავისუფალი კაპიტალი იმ მოვლენების და გამოწვევების გათვალისწინებით, რაც აზიურ და სხვა რეგიონების კრიპტო ბაზრებზე ხდება და გავხდეთ კრიპტო ჰაბი“.  კაპიტალის პირდაპირი მოზიდვის საშულება არის საფონდო ბირჟა და სამწუხაროდ, საქართველოს საფონდო ბირჟამ არ/ვერ იმუშავა და ეს საშუალება არ და ვერ გაჩნდა ქვეყანაში დღემდე. ალბათ ირიბად ეროვნული ბანკის „დამსახურებაცა“ საფონდო ბირჟის პასიურობა, რადგან ისაა რეგულატორი. საფონდო ბირჟის ,,გაცოცხლების“ შანსი ალბათ არ არსებობს და ამ ფონზე ერთადერთი შანსი, რომლითაც შეიძლება, თავისუფალი კაპიტალის მოზიდვა განხორციელდეს, არის კრიპტობაზრების განვითარება. ამ ალტერნატივაზე კი, ეროვნული ბანკი, ჩემი აზრით, აგვიანებს პოზიციის დაფიქსირებას და არსებითი ნაბიჯების გადადგმას. მათ შეუძლიათ მარტივი შეტყობინებები გააკეთონ ინვესტირებისთვის, მაგალითად, გააკეთონ საკანონმდებლო დონეზე განმარტებები: „რა არის ბიტკოინი“, რომ ეს არის ფინანსური ინსტრუმენტი, საგადამხდელო საშუალება, რომელსაც არ ვკრძალავთ, განიხილება ციფრულ ფულად/საგდმხდელო ინსტრუმენტად და არ იბეგრება და ა.შ", - განაცხადა ეფრემ ურუმაშვილმა.