მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეფრემ ურუმაშვილი: ბიტკოინის, როგორც ფინანსური ინსტრუმენტის ფასი იზრდება

56e044210a691
BM.GE
09.03.16 19:33
5083
თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ინოვაციური სისტემით აღჭურვილი დატა ცენტრი გასული წლის ბოლოს გაიხსნა. საქართველოში ბიტკოინების პერსპექტივებზე და თბილისში ამოქმედებული საპროცესინგო ცენტრი, - თემაზე "ბიზნესკონტაქტთან" იურიდიული კომპანია “ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების" პარტნიორი და ფინანსისტი, ეფრემ ურუმაშვილი საუბრობს. 
 
- ბატონო ეფრემ, როგორია საწარმოო სურათი?

- ჩვენ ბიტკოინის, როგორც ინოვაციის ორი მიმართულება გამოვყავით. პირველი მიმართულება ეს არის უშუალოდ ბიტკოინის, ანუ როგორც ვალუტის წარმოება, ინსტრუმენტის, რომელსაც თავისი ღირებულება გააჩნია. ოქტომბერში, ერთი ბიტკოინის ფასი დაახლოებით 300 დოლარი იყო, დღეს კი - დაახლოებით 430-450 დოლარია. ვიმედოვნებთ, რომ ეს სტაბილური ფასია. როგორც ფინანსურ ინსტრუმენტს მას ფასი ეზრდება და მისი მფლობელები მოგებას ნახულობენ და პლიუს ბიტკოინი როგორც გაცვლის ყველაზე სწრაფი საშუალება ისე გამოიყენება. ის მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია აქცენტირებული. დაახლოებით ერთი თვის წინ იაპონიის პარლამენტში კანონპროექტი შევიდა, რომლის მიხედვითაც, იაპონიის კანონმდებლები მას, როგოც ჩვეულებრივ ვალუტას ისე დაარეგისტრირებენ, ანუ მსოფლიოში დიდი მესამე ეკონომიკა აღიარებს. ეს მიმართულება ერთ-ერთი სტრატეგიული უნდა ყოფილიყო ბიტკოინის მწარმოებლებისათვის იმიტომ, რომ იაპონია ინოვაციების ქვეყანას წარმოადგენს.

- საქართველოში რა პერსპექტივა აქვს მას?

- ბიტკოინების ერთი მიმართულებაა და მეორეა - ბლოკჩეინი, რომელიც უნიკალური სააღრიცხვო სისტემაა, სადაც ბიტკოინ მაინერების რეგისტრაცია ხდება და ბლოკჩეინზე მთელი ამ პროცესის აღრიცხვა, ანგარიშგება, ყიდვა-გაყიდვა ხდება. მაგალითისთვის ისევ აზიურ ქვეყნებში გადავინაცვლოთ. დუბაის გაერთიანებული ემირატების პრემიერმა ერთი კვირის წინ დააანონსა, რომ დუბაიში უძვირეს საცდელ ბლოკჩეინ ცენტრს გააკეთებენ, რომლითაც ბლოკჩეინის შესაძლებლობების გამოკვლევა მოხდება და ამის შემდეგ არაბულ სამყაროში მოცემული ინოვაციის დანერგვა მოხდება, როგოც სააღრიცხვო სისტემის.

- ჩვენ აქამდე ბევრი გვიკლია, რომ მსგავსი ნაბიჯები გადავდგათ?

- გეტყვით, რომ ესტონეთის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო სოციალურ პროგრამაში ჩართული ყველა თავისი აბონენტის რეგისტრაცია უკვე ბლოკჩეინ სისტემაზე განახორციელოს. გადაიდგა უშუალო ნაბიჯები, რომლითაც მსოფლიოში ელექტრონული მმართველობის ყველაზე ცნობილმა მთავრობამ ეს მის მიღწევებს დაუმატა. გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა ბლოკჩეინის, როგორც აღრიცხვის სისტემის დანერგვა განახორციელოს თავის ოფიციალურ, სამთავრობო სააღრიცხვო სისტემაში. ეს სულ ახალი გადაწყვეტილებაა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბიტკოინისა და ბლოკჩეინის განვითარებას დიდი საფუძვლები აქვს უმსხვილეს ეკონომიკებში. მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კორეაც ამ პროცესს უშუალოდ შეუერთდა და აღნიშნეს, რომ ეს სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია და პლიუს ავსტრალიამ, რომლის საფონდო ბირჟა მსოფლიოში სიდიდით მეთორმეტეა, იქ ერთი კვირის წინ დაიწყო ამ პლატფორმის გამოყენება.

- საქართველოში დღეს არის წინაპირობები ამის, რომ სამთავრობო ხელშეწყობა იყოს?

- კომპანია, რომელსაც მე წარმოვადგენ არის Bitfury, რომელსაც მმართველი საბჭო ჰყავს, რომელიც ამ კომპანიის სტრატეგიულ ინტერესებს მართავს. ჩვენ ამ საბჭოზე ცოტა ხნის წინ ცნობილი ეკონომისტი ჰერნანდო დე სოტო შემოგვიერთდა, რომელიც ეკონომიკურ სამყაროში აზრის გიგანტია და უშუალოდ დე სოტოს მიერ ხდება ბლოკჩეინის პოპულარიზაცია.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, წერილი იქნა მიწერილი პემიერისთვის, სადაც ჰერნანდო დე სოტო მას საპილოტე ვარიანტის დაწყებას სთავაზობს, რომლითაც ბლოკჩეინ ტექნოლოგიით უძრავი ქონების აღრიცხვა მოხდება. დამერწმუნეთ, რომ ეს ერთ-ერთი უნიკალური შეთავაზებაა, რაც შეიძლება ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღოს და შედეგად ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიოთ წინ ინოვაციურ რუქაზე. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ეკონომიკური მოვლენების ავანგარდში იყოს.
 
მიდა, რომ ინვესტორებმა იცოდნენ ჩვენს ქვეყანაში ინოვაციური კუთხით რა მიმართულებები ვითარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმაზე მეტად განვვითარდეთ ვიდრე დღეს ვართ ამ რუქაზე და თუნდაც ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებზე წინ აღმოვჩნდეთ.

ყველას უჩნდება კითხვა რამდენად დაცულია ბიტკოინის და ბლოკჩეინის წარმოება. ამისთვის ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ. მაგალითისათვის Google-ს კომპიუტერული სისტემა რომ ავიღოთ, მას რა დაცვაც უკეთდება, ამაზე 300-ჯერ მეტად არის დაცული ბლოქჩეინ-ბიტკოინის სისტემა. ეს ერთ-ერთი უნიკალური სისტემაა, რომელიც დღეს ვერ გატეხეს.