30.მარტი .2016 14:59

EBRD-სა და რუსთავის აზოტის საწარმოს შორის, 155 მილიონიანი საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდება

views 1773
უკან

"იბიარდსა" და "რუსთავის აზოტის" საწარმოს შორის გარიგება შედგა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, თითქმის ერთი წელია, აზოტის მენეჯმენტის მხრიდან მუშაობა მიმდინარეობს მნიშვნელოვან პროექტის რეალიზებისთვის, რომელიც საწარმოს საექსპორტო პოტენციალის გაორმაგებას უზრუნველყოფს.
 
155 მილიონიან საკრედიტო ხელშეკრულებაზე მუშაობა, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, ორ თვეში დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკის, იბიარდისა (EBRD) და "რუსთავის აზოტის" საწარმოს შორის გარიგებას, საპარტნიორო ფონდის პროექტში მონაწილეობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

"იბიარდის მიერ პროექტის ფინანსირება, უდავოდ მნიშვნელოვნად გაზრდის "რუსთავის აზოტის" საექსპორტო პოტენციალს, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია როგორც საწარმოს ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის", - განმარტავენ კომპანიაში.