მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ებოლას ვირუსის გამო კონგოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

5d306eb6cf74c
მიხეილ ხაჩიძე
18.07.19 17:03
838
ებოლას ვირუსის გამო კონგოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჟენევაში, რამდენიმედღიანი დისკუსიისა და განხილვის შემდეგ მიიღო.

WHO-ს განკარგულების თანახმად, ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ზომები გამკაცრდება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის მეზობელ ქვეყნებშიც.

ასევე, გაძლიერდება ფინანსური დახმარება მედიკამენტებისა და მედ-პერსონალის გაგზავნის მიზნით. ეპიდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვა ამ ეტაპისთვის არ იგეგმება.

მომაკვდინებელ ვირუსს კონგოში 2019 წლის განმავლობაში 1 600-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.