მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძველი შენობების ნაწილში ენერგოეფექტურობის დანერგვა სავალდებულო იქნება

5c9cf9d6c763a
მარიამ ადამია
28.03.19 22:00
1433
ძველი შენობების ნაწილში ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარება სავალდებულო იქნება. ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო დეპარტამენტის კონსულტანტი დავით გიგინეიშვილი Bm.ge-სთან განმარტავს, რომ ასეთ შენობებში ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარების ვალდებულება იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რეკონსტრუქციის ღირებულება შენობის ღირებულების 25%-ს აღემატება.

„ეს არის ევროკავშირის რეკომენდაცია, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედებს და საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულია, გაატაროს ენერგოეფექტური ღონისძიებები სამშენებლო სექტორში. ჯერჯერობით კანონი მიღებული არ არის , გადაგზავნილია პარლამენტში და მიმდინარე წელს იმსჯელებენ, შემდეგ კი დაიწყება უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა”, - აღნიშნა დავით გიგინეიშვილმა.