13.აგვისტო .2019 13:45

„ძირითად კრიტიკულ ინფრასტრუქტურას 2022 წლის ჩათვლით დავასრულებთ“

views 176
უკან

„საზოგადოებას შევპირდით, რომ ძირითად კრიტიკულ ინფრასტრუქტურას 2022 წლის ჩათვლით დავასრულებთ და ეს მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტებია",  - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ბახტაძემ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას ორი მნიშვნელოვანი პროექტი დაასახელა.

„პირველი პროექტი, რომლის მშენებლობაც უკვე დაიწყო, ეს არის ჩქაროსნული მაგისტრალი რიკოთის უღელტეხილზე. ეს არის ძალიან რთული საინჟინრო ნაგებობა, მასში ჩვენ ძალიან დიდი ინვესტიციები გვექნება განსახორციელებელი, მაგრამ ჩვენ ამას აუცილებლად უმოკლეს ვადებში გავაკეთებთ. ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი თვალით იხილონ, თუ როგორ მიმდინარეობს ინტენსიური მშენებლობის პროცესი.

რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება მეორე ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტი - კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში. რა თქმა უნდა, მას სჭირდება ინვესტიციები და ეს ინვესტიციები უკვე მოძიებული და ხელმოწერილია", - აღნიშნა ბახტაძემ.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა