13.მარტი.2016 17:32
ტექნოლოგია

დოპინგ სკანდალი და 6 გაკვეთილი მარია შარაპოვასგან, კრიზისული კომუნიკაციის შესახებ

დოპინგ სკანდალი და 6 გაკვეთილი მარია შარაპოვასგან, კრიზისული კომუნიკაციის შესახებ
მარია შარაპოვას ქმედება დოპინგ სკანდალის ირგვლივ განვითარებული მოვლენებისას, მსოფლიო მედიის ნაწილმა კრიზისული სიტუაციების ქცევის საუკეთესო მაგალითად შეაფასა.

1. იმოქმედე სწრაფად, ჩართე პროცესში მედია

როგორც კი შარაპოვამ გაიგო თუ რატომ ვერ ჩააბარა დოპინგ-ტესტი, მაშინვე საგანგებო პრეს-კონფერენცია დანიშნა, რათა არ არ გავრცელებულიყო დაუსაბუთებელი და არასწორი ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ლოს-ანჯელესში ჩემპიონი მიმდინარეობდა, მარიას ინტერვიუს ისმენდა ყველა, ვისაც კი ჰქონდა წვდომა მის ოფიციალურ საიტთან, სადაც ამ კონფერენციის ნახვა შეიძლებოდა პირდაპირ ტრანსლაციაში. საბოლოოდ, ახალი ამბავი გავრცელდა სწორი გზით, ყოველგვარი დეზინფორმაციის გარეშე.

2. არ დაელოდო ბრალდებებს

მარიამ თვითონ განაცხადა თავისი პრობლემის შესახემ მანამ, სანამ მასზე მსოფლიო მედია დაიწყებდა ლაპარაკს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან სჯობს აღიარო დროულად, გამოთქვა შენი უკმაყოფილება საკთხთან დაკავშირებით, ვიდრე სხვამ დაგასწროს და დამნაშავედ გამოგიყვანოს.

3. აღიარე საკუთარი შეცდომა

ოქროს წესი კრიზისულ კომუნიკაციებში - აღიარე შეცდომა და ნუ დაადანაშაულებ სხვას. მხოლოდ ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ახსენი რა და როგორ მოხდა. შარაპოვამ გულწრფელად განაცხადა: „მე ჩავიდინე შეცდომა. ვუღალატე გულშემატკივრებს, სპორტს“. ხოლო მაშინ, როდესაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა დამნაშავეა თუ არა მომხდარში მისი ექიმი, მარიამ უპასუხა: "ეს ჩემი ორგანიზმია და მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, თუ რა ჩადის მასში".

შედარებისთვის, ერთ-ერთი ქვეყნის მოციგურავეებმა, როდესაც მათ სისხლში იგივე პრეპარატი აღმოაჩინეს, განაცხადეს, რომ ტყუილით მიაღებინეს დოპინგი და მხოლოდ ტესტის შემდეგ შეიტყვეს ამის შესახებ.

4. იყავი გულწრფელი, დეტალურად ჩამოაყალიბე ყველაფერი

მას შემდეგ, რაც აღიარებთ დანაშაულს, თავისუფლად შეუდექით ახსნა-განმარტებას. დეტალები იმ შემთხვევაშიც უნდა თქვათ, თუ კი საკმაოდ შეშინებული ან დაბნეული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, მასა აფასებს გულწრფელობას. მარიამ უამბო მედიას ყველაფერზე: როდის დაიწყო პრეპარატის მიღება, მისი სახელწოდება, რა მიზეზით (აღმოუჩნდა გულის პრობლემები და გაჩნდა დიაბეტის საფრთხე). მას შემდეგ რაც გულშემატკივრებმა ყოველივე ეს შეიტყვეს, ყველა დარწმუნდა, რომ ეს ბიუროკრატიული შეცდომა უფრო იყო, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონის მცდელობა შედეგების გასაუმჯობესებლად.

5. გაუზიარე საზოგადოებას სამომავლო გეგმები

კრიზისულ კომუნიკაციაში ნებისმიერი სკანდალური პრობლემის არსებობისას, საჭიროა არამარტო შეცდომის აღიარება, არამედ შემდგომი გეგმების გაზიარებაც, მარიას მაგალითზე, მან განაცხადა, რომ არ აპირებს სპორტისთთავის დანებებას, რადგან იმედოვნებს, რომ კიდევ მიეცემა შანსი მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღოს. ექსპერტებმა უკვე განაცხადეს, რომ შარაპოვას ასეთი სტრატეგიის გამო, მისი 4 წლიანი დისკვალიფიკაცია, შეიძლება რამოდენიმე თვით შეიცვალოს.

6. ოფიციალურად დააფასე თანადგომა

შარაპოვას გულშემატკივრებმა, მას შემდეგ რაც შეიტყვეს ცუდი ამბავი, მოაწყვეს მასშტაბური აქცია სოციალურ ქსელებში ჰეშთეგებით : #IStandWithMaria , #LetMariaPlay და სხვა მსგავსით. სკანდალური ამბის შეტყობინების შემდეგ მარიამ თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე შემდეგი ტექსტი გამოაქვეყნდა:

"ამ მომენტში სიამაყით გიწოდებთ ჩემს გულშემატკივრებს. მას შემდეგ, რაც ოფიციალურად განვაცხადე, არ გასულა რომოდენიმე საათიც და თქვენ უკვე წარმოაჩინეთ თანადგომა, ერთგულება, რაც ადამიანმა შეიძლება დაიმსახუროს მხოლოდ მაშინ, როდესაც კარიერის პიკზე იმყოფება. მინდა იცოდეთ: კვლავ მსურს კორტზე დაბრუნება და თამაში. იმედი მაქვს, რომ ეს შანსი კიდევ მომეცემა. თქვენმა კეთილმა სურვილებმა ჩემში დადებითი, სასიამოვნო კვალი დატოვეს, ამ პოსტით, მინდა გითხრათ - მადლობა".
IHUB Tbilisi
ავტორი: ვიქტორია საკუროვა

15.ივლისი.2019 14:31
5384

FaceApp-ი, რომელიც ინტერნეტ სენსაციად იქცა, რუსულ კომპანიას წარმოადგენს

ვრცლად
08.ივლისი.2019 13:50
117

რა არის Samsung-ის ჰოლოგრამა და როგორ გვიცავს ის?

ვრცლად
04.ივნისი.2019 14:43
244

"ბილაინმა" პირველი მულტიფუნქციური ჩატ-ბოტი - "სუპერ • ბი" დანერგა

ვრცლად
21.მაისი.2019 21:20
488

"მაგთი" და "სილქნეტი" წლის ბოლომდე ტარიფებს ვეღარ გაზრდიან - კომისიამ კვლევა დაასრულა

ვრცლად
20.მაისი.2019 10:29
257

ისარგებლე Trade-In აქციით და გადაცვალე შენი სმარტფონი სამსუნგის უახლეს Galaxy S10-ზე

ვრცლად
15.მაისი.2019 22:10
1100

Facebook-ი შეზღუდვებს აწესებს

ვრცლად