10.თებერვალი .2016 19:15

დონალდ ტრამპი: მერკელის შეცდომების გამო, ევროპა ნადგურდება

views 1349
უკან

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელის მიერ მიგრაციის პოლიტიკაში დაშვებული შეცდომების გამო, ევროპას "რევოლუცია" ელოდება.

ტრამპის აზრით, მერკელმა ლტოლვილებისთვის გერმანიის საზღვრის გახსნის გადაწყვეტილებით "ტრაგიკული შეცდომა" დაუშვა. "თუ დღეს ევროპის ხელისუფლება ამ პრობლემის გადაჭრით არ დაკავდება, მიგრაციის კრიზისმა შესაძლოა "ნამდვილი რევოლუცია" გამოიწვიოს და ეს ევროპის დასასრული იქნება",- აღნიშნავს მილიარდერი.

ტრამპის თქმით, "ტერორისტების კერა" ბრიუსელსა და პარიზის გარეუბნებში მდებარეობს, რადგან სწორედ იქ მზადდებოდა 2015 წლის 31 ოქტომბერს თავდასხმა საფრანგეთის დედაქალაქზე.

"მე ყოველთვის თან ვატარებ იარაღს და  მაშინ რომ ტერორისტების მიერ დატყვევებულ საკონცერტო დარბაზ Bataclan-ში ვყოფილიყავი, მათ ცეცხლს აუცილებლად გავუხსნიდი. ამაში დარწმუნებული იყავით", - განაცხადა ტრამპმა.