14.აგვისტო.2019 21:00
საზოგადოება

დიპლომები ბლოკჩეინ პლატფორმაზე განთავსდება

დიპლომები ბლოკჩეინ პლატფორმაზე განთავსდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტრო რეფორმის ფარგლებში ბლოკჩეინ სისტემას დანერგავს.

მიხეილ ბატიაშვილმა ბლოკჩეინ-კომპანია "Input Output HK Ltd"-ს (IOHK) ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და პროექტის დეტალები განიხილა.

„დაახლოებით, ერთი თვის წინ ხელი მოვაწერეთ ტექნოლოგიების სფეროში ამერიკულ წამყვან კომპანია „კარდანო ჯგუფთან“ მემორანდუმს, რაც გულისხმობს განათლების მიმართულებით ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვას. დღეს გვსტუმრობდნენ ამერიკელი ექსპერტები, ამ სფეროს სპეციალისტები „კარდანო ჯგუფიდან“, რომლებიც ჩვენს ქართველ სპეციალისტებთან ერთად აქტიურად მუშაობენ და სექტემბერში უკვე წარმოადგენენ კონკრეტულ სისტემას.

სისტემა გულისხმობს სკოლის, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების დიპლომებისა და სახელმწიფო სერთიფიკატების გადაყვანას ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე.

აქტიურად მიდის თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე უკვე დავასრულებთ სამუშაოებს, შესაბამისად, მთელი განათლების სისტემის ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე გადაყვანა სრულად განხორციელდება. ეს არის მაღალტექნოლოგიური და ყველაზე დაცული სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში განათლების ხარისხისა და პროცესების გაუმჯობესებას", -  განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.“

პროექტი, რომელსაც საქართველოს განათლების, სამინისტრო ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფის ჩართულობით ახორციელებს, გულისხმობს სკოლის ატესტატის, პროფესიული და უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების დიპლომების ბლოკჩეინ სისტემაში რეგისტრაციას. სპეციალური QR-კოდის მეშვეობით მომხმარებელი ადვილად შეძლებს პოტენციური დამსაქმებელისთვის სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენასა და დადასტურებას. ინფორმაცია თავმოყრილი იქნება ერთიან სისტემაში, რომელშიც გარანტირებულია მომხმარებლის პირადი მონაცემების უსაფრთხოება.
ავტორი: ანნა ლაპიაშვილი

21.აგვისტო.2019 16:14
93

ადვოკატი ანგარიშების დაყადაღებაში ლოგიკას ვერ ხედავს - „საქმეს დაზარალებული არ ჰყავს”

ვრცლად
21.აგვისტო.2019 16:00
335

ადვოკატი: ხაზარაძე-ჯაფარიძის ანგარიშებისთვის ყადაღის დადებას აუცილებლად გავასაჩივრებთ

ვრცლად
21.აგვისტო.2019 13:56
54

adjarabet.com პროექტ „არიქას“ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც იაპონიაში გაემგზავრება

ვრცლად
21.აგვისტო.2019 13:29
66

"ზედაზენი" Check in Georgia-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენაზე” განხორციელებული და დაგეგმილი მნიშვნელოვან ღონისძიებების სპონსორია

ვრცლად
21.აგვისტო.2019 13:11
108

„არემჯიში“ წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა იწყება

ვრცლად
21.აგვისტო.2019 12:26
93

ვაკის პარკის წინასაპროექტო კვლევაზე ბრიტანული Chris Blandford associates იმუშავებს - კალაძე

ვრცლად