19.თებერვალი .2016 14:05

დიმიტრი ქუმსიშვილი: ყაზახი ინვესტორები ბათუმის ინვესტიციებში დარჩებიან

views 1214
უკან

"ყაზახი ინვესტორები ბათუმის ინვესტიციებში, პორტსა და ნავთობტერმინალში დარჩებიან", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი". რაც შეეხება პორტის საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვედრას მინისტრის განმარტებით, ყაზახეთის პრეზიდენტის ინიციატივით საპრივატიზაციო ნუსხაში თითქმის ყველა ინვესტიცია მოხვდა.
 
"საქართველოს მთავრობაც კი სამწუხაროდ შეცდომაში შვედით, როდესაც გამოქვეყნდა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა და რამდენიმე კომენტარი გაკეთდა ყაზახური მხარიდან, თუმცა ჩემმა კოლეგა ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ გამომდინარე მათი პრეზიდენტის ინიციატივიდან, პრაქტიკულად ყველა ინვესტიცია ამ სიაში მოხვდა. რაც შეეხება ბათუმის ტერმინალს და პორტს, ამასთან მიმართებაში ყაზახურ მხარეში მყარად ჩამოყალიბებული პოზიცია შემდეგია, რომ ისინი ამ ინვესტიციებში დარჩებიან, მეტიც გააგრძელებენ ინვესტირებასა და ტექნოლოგიურ განახლებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ ჩამონათვალში მოხვდა, რასაც სპეკულაცია მოჰყვა და ჩვენც შეშფოთებული ვიყავით.

ჩემმა კოლეგამ განმარტა, რომ ეს სწორედ ის სამაგალითო ინვესტიციაა, რომელიც ნეტავ ბევრი ჰქონდეს ყაზახურ მხარეს, საიდანაც ცოტას, მაგრამ დივიდენდებს იღებენ და შესაბამისად, მაქსიმალურად შეეცდებიან აღნიშნულის განვითარებას. მითუმეტეს, რომ ყაზახური მხარე ჩინურ პორტებში შევიდა და ისინი კარგად ხედავენ აბრეშუმის გზის პოტენციალს, ერთიანობას და მთლიანობას. ყაზახური ტვირთების გატარება, რა თქმა უნდა, მათთვის პრიორიტეტი იქნება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა