30.დეკემბერი .2015 14:29

დიმიტრი ქუმსიშვილი: წელს მშპ-ს 3%-იან ზრდაზე გავალთ

views 1241
უკან

წელს მშპ-ის 3%-იანი ზრდა იქნება - მთავრობის სხდომაზე ნოემბრის თვის მონაცემები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარმოადგინა.
 
"დღეს დილით სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა მთლიანი შიდა პროდუქტის წინასწარი ზრდა, ეს არის 5,3%, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია ნოემბრის თვის. წლიური გადაანგარიშებით ეს ნიშნავს, რომ ჩვენ 3%-იან ზრდაზე გავალთ წლევანდელ წელს. არის რამდენიმე დარგი, სადაც განსაკუთრებით დიდი ზრდა გვაქვს: მშენებლობა- 30%-იანი ზრდა გვაქვს, მეტალურგიული პროდუქტების წარმოება-30%-იანი ზრდა, სამთო მოპოვებითი მრეწველობა 15 %-იანი ზრდა, სასტუმროებში და რესტორნებში გვაქვს 10%-იანი ზრდა და საფინანსო შუამავლობაში გვაქვს 9%-იანი ზრდა," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა