10.თებერვალი.2016 17:17
ეკონომიკა

დიმიტრი ქუმსიშვილი: ირანიდან დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა გაგვიჩნდება

დიმიტრი ქუმსიშვილი: ირანიდან დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა გაგვიჩნდება
ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დიმიტრი ქუმსიშვილმა, გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა, რომ ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
 
"ჩვენ ყველანი ვუყურებთ საერთაშორისო პოლიტიკას და ცხადია საერთაშორისო პოლიტიკის, გლობალური სამყაროს და სტრატეგიული კავშირის წევრები ვართ. შესაბამისად, არის გადაწყვეტილებები, რომელიც ქვეყანამ შესაძლოა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღოს.

ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ძალიან სწორი და დროული ნაბიჯია და ვფიქრობ, რომ აღნიშნული ნაბიჯი სარგებელს მოუტანს, როგორც ჩვენს ქვეყანას, ასევე ირანის ისლამურ რესპუბლიკას.

გაგვიჩნდება შესაძლებლობა, რომ ირანიდან დამატებითი ინვესტიციები მოვიზიდოთ, ტურისტები შემოვიყვანოთ და შესაბამისად, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდეს.

მაშინ, როდესაც ჩვენ ირანიდან უვიზოდ შემოსვლა შევზღუდეთ, ეს უნდა გაგვეკეთებინა. ყველა გადაწყვეტილებას ორი მხარე აქვს და იმ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას იღებდა, ეს გასაკეთებელი იყო. დღესაც სწორი ნაბიჯი გადავდგით და 15 თებერვლიდან ირანთან უვიზო რეჟიმი გვექნება", - განაცხადა მინისტრმა.

17.ივლისი.2019 18:36
27

ტურიზმის სექტორის რა რეკომენდაციები გაითვალისწინა მთავრობამ?- მინისტრის განმარტება

ვრცლად
17.ივლისი.2019 18:20
122

მთავრობის ე.წ ანტიკრიზისულ გეგმას კიდევ ერთი პუნქტი ემატება

ვრცლად
17.ივლისი.2019 17:47
119

ნათია თურნავა ლავროვს პასუხობს -„ამ განცხადების პათოსი არახალია“

ვრცლად
17.ივლისი.2019 17:29
161

"საქართველოს ეკონომიკა გაძეძგილია რუსული კომპანიებით"

ვრცლად
17.ივლისი.2019 17:11
205

"არ შეიძლება, ტურიზმი ქვეყნის განვითარების მთავარი დარგი იყოს"

ვრცლად
17.ივლისი.2019 17:03
133

კოჯორში ახალგაზრდული სოფელი აშენდება

ვრცლად