15.იანვარი.2016 17:35
საზოგადოება

დიმიტრი ქუმსიშვილი: გაჟღერდა იდეა, რომ ნასვამ მოთხილამურეს უნდა ჩამოერთვას თხილამური

დიმიტრი ქუმსიშვილი: გაჟღერდა იდეა, რომ ნასვამ მოთხილამურეს უნდა ჩამოერთვას თხილამური
სამთო კურორტებზე უსაფრთხოების ნორმები კანონით დარეგულირდება, შესაბამისი კანონმდებლობაში ცვლილებები და დამატებები 10 დღის ვადაში შევა. როგორც დღეს ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტი უკვე შედგენილია.
 
"ჩვენ რაც გვქონდა მომზადებული აღმოჩნდა უფრო რბილი, ვიდრე მოთხოვნაა. გუშინ გაჟღერდა იდეა, რომ ნასვამ მოთხილამურეს უნდა ჩამოერთვას თხილამური, იმასთან ერთად რომ ის მთიდან უნდა გავიყვანოთ. 10 დღის განმავლობაში, თუ შევთანხმდით რომ უნდა შევიდეს ამ დრაფტში ცვლილებები, შევიტანთ და გავიტანთ მთავრობაზე“, - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, კანონი შეეხება როგორც ნასვამ ასევე ფხიზელ პირებს, დიმიტრი ქუმსიშვილი განმარტავს, რომ თუ მოსრიალე თავისი ქცევით საფრთხეს უქმნის თავის თავს და გარშემო მყოფებს, მას გაფრთხილებას "სკი პატრული" მისცემს.

24.აპრილი.2019 13:40
27

მამუკა ბახტაძე: განათლება არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ

ვრცლად
24.აპრილი.2019 13:17
58

პანკისში, სადაც დაპირისპირება მოხდა, პოლიციის დროებითი საგუშაგოს მონტაჟი მიმდინარეობს

ვრცლად
24.აპრილი.2019 13:07
60

რა უნდა გაითვალისწინოთ კვერცხისა და ხორცის ყიდვისას - FAO–ს და სეს-ის რეკომენდაციები

ვრცლად
24.აპრილი.2019 12:57
76

ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება

ვრცლად
24.აპრილი.2019 12:38
321

პროგრამაში - „ისწავლე და დასაქმდი“ ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია დღეს დაიწყება

ვრცლად
24.აპრილი.2019 12:27
51

ვაჟა-ფშაველაზე არსებული მეტროს შახტის რეაბილიტაციისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

ვრცლად