მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიღომში ახალი სპორტის სასახლე აშენდება

5d2de40e03944
ლიკა გურაბანიძე
16.07.19 19:00
2707

2021 წლამდე დიღომში ახალი ევროპული სტანდარტის სპორტის სასახლე აშენდება. როგორც განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, სპორტის სასახლის განთავსებისთვის საჭირო ტერიტორია უკვე შერჩეულია.

„ახალი სპორტის სასახლე სრულიად თანამედროვე სტანდარტების უნიკალური ნაგებობა იქნება, რომელიც საშუალებას მოგვცემს ის სხვადასხვა ღონისძიებებისთვის იქნას გამოყენებული,“ - განაცხადა ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, ახალი სპორტის სასახლე თავდაპირველად საქართველოს მიერ ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის იქნება განკუთვნილი, თუმცა შემდგომ ის ჩვეულებრივ ფუნქციონირებას განაგრძობს. 

ცნობისთვის, საქართველო კალათბურთში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს.