12.ივნისი.2019 13:11
საზოგადოება

დიღმის ჭალებში პარკის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

დიღმის ჭალებში პარკის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
დიღმის ჭალებში თანამედროვე დიზაინის, მრავალფუნქციური პარკის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე იმედი გამოთქვა, რომ ტენდერში მონაწილეობას კეთილსინდისიერი კომპანიები მიიღებენ.

„დიღმის ჭალების ტერიტორიაზე ახალი საქალაქო პარკის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რადგან ყველამ ვიცით, მწვანე სივრცეების არსებობას რამხელა მნიშვნელობა აქვს. დიღმის ჭალები დაახლოებით, 15 ჰექტარზეა გადაჭიმული. ჩვენ აქ უკვე პროექტიც გვაქვს, ყველანაირი კვლევაც ჩატარებულია და უკვე სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერს ვაცხადებთ.

დარწმუნებული ვარ, რომ კეთილსინდისიერი კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას და უხეში გადაწყვეტილებების მიღება არ მოგვიწევს, როგორც მრგვალი ბაღისა და სხვა პროექტების შემთხვევაში იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, მნიშვნელოვანია სამუშაოების სწრაფად განხორციელებაც, რომ რაც შეიძლება მალე გამოვასწოროთ ის ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქში, რომელიც არავის მოგვწონს და ყველას გვაზიანებს. ამიტომ, მეტი მწვანე სივრცე, მეტი პარკი და სარეკრეაციო ზონა გვჭირდება. შესაბამისად, ეს პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ამ მიმართულებით. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დიღმის ჭალების პარკი ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი სივრცე იქნება ყველა ასაკის ადამიანისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, დიღმის ჭალების მრავალფუნქციური პარკი დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ სარეკრეაციო სივრცედ გადაიქცევა. გათვალისწინებულია კუნძულზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის მოწყობაც, რომელიც პარკის ძირითად ტერიტორიას მდინარეში მდებარე კუნძულთან და ჭალის ტყესთან დააკავშირებს.

უშუალოდ კუნძულზე არ მოეწყობა საფეხმავლო სივრცეები, რათა მისი პარკთან ინტეგრირება ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების გარეშე მოხდეს და იქ არსებული ბიომრავალფეროვნება და ჰაბიტატები უცვლელი სახით შენარჩუნდეს. პარკის მთელ ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო და ველობილიკები.

დიღმის ჭალების პარკი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. განახლდება არსებული მცენარეული საფარი, მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედნები, ასევე, ხელოვნური ტბა, რომელიც პარკში არსებული გამწვანების მორწყვას მტკვრის წყლით უზრუნველყოფს. მოეწყობა სარწყავი სისტემა და განათება, კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე (ამფითეატრი და მედიათეკა). ასევე, კაფე, საფეხბურთო მოედანი და სკეიტპარკი.

პროექტის ფარგლებში, რელიეფის სპეციფიკიდან გამომდინარე, მდინარის გახსნის მიზნით, მტკვართან მისასვლელი ტერასულად ეწყობა.

25.აგვისტო.2019 20:25
3575

"ადამიანებს არ ვამოწმებ, სამსახურში რომელ საათზე მოდიან" - როგორ აფასებს ჭყონია საკუთარ მართვის სტილს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 16:45
97

სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ვრცლად
25.აგვისტო.2019 16:34
736

საბერძნეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 15:05
75

ყვარლის რაიონში, ახალსოფლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

ვრცლად
25.აგვისტო.2019 13:10
147

ახალსოფელში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო

ვრცლად
24.აგვისტო.2019 18:50
442

კახეთში მეღვინეების ნაწილი ყურძნის სუბსიდირებას ითხოვს

ვრცლად