11.ივლისი .2019 13:00

დიდმა ბრიტანეთმა რუსი ჟურნალისტების შემდეგ, ვიზა რუს დიპლომატსაც არ მისცა

views 125
უკან

გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ვიზაზე უარი უთხრა.

როგორც რუსული მედია ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რუსი დიპლომატი,  ინგლისში მასმედიის თავისუფლების შესახებ დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა, თუმცა ოფიციალურმა ლონდონმა მას ვიზა არ ჩაურტყა.

აღსანიშნავია, რომ რამდნიმე დღის წინ ვიზაზე უარი რუს ჟურნალისტებსაც უთხრეს, რომლებიც ასევე, ლონდონში, მედიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდნენ. 

კონფერენცია, რომელიც დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში 10-11 ივლისს იმართება, 100-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს, მათ შორის 60 მინისტრი და 1500-ზე მეტი ჟურნალისტი.


ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ოფიციალური ლონდონი რუს დიპლომატებს ვიზას არ აძლევს, მსგავსი პრაქტიკა ორ ქვეყანას ხშირად აქვს. 2016 წელს ბრიტანეთი ვიზებს ლონდონის რუსეთის საელჩოს ახალ თანამშრომლებს არ აძლევდა.