მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმლის შენახვა - გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოვლინდა

5ce7b5a6d0fcc
BM.GE
24.05.19 13:11
554
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა - გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში და შიდა ქართლის რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 1 206 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი - ვისკი და კონიაკი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 31 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.