მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დიდი ფურცლებით უნდა მოვიდე", - რამდენმა საჯარო მოხელემ დატოვა საპენსიო სისტემა

5d37112d5e42e
თელარა გელანტია
23.07.19 18:02
1792
„დათვლილი გვაქვს, უბრალოდ, დიდი ფურცლებით უნდა მოვიდე“, - ასე უპასუხა საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა „საქმის კურსის“ წამყვანის კითხვას იმის თაობაზე, თუ რატომ იკავებს თავს სააგენტო დაასახელოს იმ საჯარო მოხელეების რაოდენობა, რომლებმაც დაგროვებითი საპენსიო სისტემის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

„რატომ ერიდებით ამის თქმას თუ დათვლილი არ გაქვთ“ ? - იკითხა წამყვანმა რაზეც სააგენტოს ხელმძღვანელმა შემდეგი პასუხი გასცა:

„დათვლილი გვაქვს, უბრალოდ, დიდი ფურცლებით უნდა მოვიდე და ყველა რიცხვი მოვიტანო; რასაც იმახსოვრებს ჩემი პერსონალური კომპიუტერი (იგულისხმა საკუთარი მეხსიერება), მაგას გეტყვით - საჯაროდან გასულია გაცილებით ნაკლები, ვიდრე - კერძო სექტორიდან. ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ კერძოდან გაწევრიანებულების რიცხვი არის რამდენიმეჯერ მეტი, ვიდრე - საჯაროდან. საჯარო სექტორიდან საპენსიო სისტემაში სულ გაწევრიანებულია 200,000 ადამიანი, აქედან გასვლის უფლება აქვს გაცილებით ნაკლებს, სადღაც 80,000-ის ფარგლებში და გასულია რამდენიმე ათეული, შეიძლება ორი ათეული“, - განაცხადა სურგულაძემ.

ცნობისთვის: ბოლო 1-1.5 თვის განმავლობაში BM.ge არაერთხელ შეეცადა საპენსიო სააგენტოდან მიეღო ოფიციალური ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ საჯარო სექტორში დასაქმებულმა რამდენმა ადამიანმა დატოვა საპენსიო სისტემა, მაგრამ პასუხი ვერცერთხელ მიიღო; აღნიშნულის მიზეზად სააგენტო მუდმივად იმას ასახელებდა, რომ ინფორმაცია ხშირად განახლებადი და ცვალებადია.

„საქმის კურსშიც“ ლევან სურგულაძემ ჩამოთვალა ყველა ძირითადი რიცხვი, გარდა აღნიშნულისა.

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან სურგულაძის თქმით, ამ ეტაპზე საპენსიო სააგენტოს სისტემაში 850 ათასი პირია გაწევრიანებული, ხოლო საპენსიო შენატანების სახით, ფონდში 285 მლნ ლარზე მეტია მობილიზებული.

„285 მლნ ლარი - ესაა საპენსიო ფონდში მობილიზებული თანხა; ეს რიცხვი ყოველდღიურად მზარდია და ასევე სარგებლის სახით, 4 მლნ ლარზე მეტია დარიცხული. ამ დროისთვის საპენსიო სისტემა გაწევრიანებულთა 15%-მა დატოვა“, - აღნიშნა მან.