08.აპრილი .2016 15:29

დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის გამო, ივნისში შესაძლოა ევროკავშირის სამიტი გადაიდოს

views 1052
უკან

ევროკავშირმა, შესაძლოა ივნისში დაგეგმილი სამიტი გადადოს, ამის მიზეზი დიდ ბრიტანეთში დანიშნული რეფერენდუმია, - წერს საკუთარ წყაროზე დაყრდნობით Reuters-ი.
 
დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმი 23 ივნისს გაიმართება, მაშინ როდესაც ივნისის სამიტის პირველი დღეა ჩანიშნული. წინასწარი გეგმის მიხედვით, სამიტი შესაძლოა 27 ივნისამდე გადაიდოს, რადგან 26-ში ისლანდიაში ამავე დროს შესაძლოა არჩევნები ჩატარდეს.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი გამოდის ინიციატივით სამიტი 28-29 ივნისამდე გადავადდეს და ის ელოდება რომ წევრი ქვეყნების ხელმძღვანელები ამ იდეას მოიწონებენ. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ასეთი გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრებს მისცემს საშუალებას რომ რეფერენდუმის შედეგებზე რეაგირება მოახდინონ.