მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდა

5d36f1ce30a34
შოთა ტყეშელაშვილი
23.07.19 15:40
1978

ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოზიცია მოიპოვა, რის შედეგადაც მას პარტია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგენს. 

შიდა პარტიულ არჩევნებში, რომელშიც 160,000-მდე წევრმა მიიღო მონაწილეობა, ჯონსონმა 92,153 ხმა მიიღო, რაც მისი კონკურენტის ჯერემი ჰანტის შედეგზე ორჯერ მეტია. 

ლონდონის ყოფილი მერი, ტერეზა მეის პოზიციის შესრულებას ოთხშაბათიდან შეუდგება. 

ჯონსონმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო მეის მინისტრთა კაბინეტში მუშაობა.

მისი განცხადებით, ის გააკეთებს ყველაფერს, რათა ბრექსიტი შედგეს. სწორედ ბრექსიტის საკითხი გახდა მთავარი ფაქტორი, რომლითაც ჯონსონმა პარტიის ლიდერის პოზიცია მოიპოვა. 

ჯონსონის დაპირება იყო, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს დაწესებულ ვადაში, 31 ოქტომბერს აუცილებლად დატოვებდა, თუნდაც შეთანხმების გარეშე. მისი კონკურენტი კი, მომხრე იყო, შესაბამისი შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ბრიტანეთის ევროგაერთიანებიდან გასვლა კიდევ ერთხელ გადადებულიყო.