20.აგვისტო .2019 16:40

დიდი ბრიტანეთი საზღვარზე კონტროლს გაამკაცრებს

views 203
უკან

დიდი ბრიტანეთის ახალ მთავრობა ბრექსიტის შემდეგ საზღვრზე კონტროლს გაამკაცრებს. საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის’’ ცნობით, ევროკავშირის წესების გაუქმებისა და საზღვრის გამკაცრებებასთან დაკავშირებით განცხადება გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გააკეთეს.


უწყებაში განმარტავენ, რომ ახალი საემიგრაციო სისტემის შექმნაზე ამ ეტაპზე აქტიურად მუშაობენ და ბრექსიტის დასრულებამდე ის მზად ექნებათ; შესაბამისად, ძალაშიც შევა.

ამ ეტაპზე ცნობილი ხდება, რომ წინა პლანზე არათუ მიგრანტების წარმომავლობა, არამედ მათი შესაძლებლობები იქნება წამოწეული, თუ რა სარგებელი შეიძლება ნახოს ბრიტანეთმა მათი წყალობით. გამკაცრებული კონტროლი, არა მხოლოდ მიგრანტებს, არამედ ტურისტებსაც შეეხება. დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირის მოქალაქეები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობენ, ბრექსიტის გამო, სამსახურებრივ კონტრაქტს 2020 წლის ბოლომდე გაიგრძელებენ, შემდეგ კი, უკვე მათი ბედი ბრექსიტის ახალი რეგულაციების მიხედვით გადაწყდება.