11.ივლისი.2019 14:50
ეკონომიკა, საზოგადოება

დიდ დიღომში სტრაბონის და ნიკო ბურის ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

დიდ დიღომში სტრაბონის და ნიკო ბურის ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
დიდი დიღმის კერძო დასახლებაში სტრაბონის და ნიკო ბურის ქუჩების მოწესრიგება მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, სტრაბონის ქუჩაზე 9121 კვ.მ. ფართობის მოწესრიგდება სრულდება. ამ ეტაპზე, ასფალტის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს.

ნიკო ბურის ქუჩაზე უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და ამჟამად, გრუნტის მოხსნის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩაზე 3767 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი ორფენიანი საფარი დაიგება.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

გაიოზ ვასაძის თქმით, ამ ქუჩებზე აქამდე ასფალტის საფარი არ ყოფილა.

„წელს დიდ დიღომში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს იმ ქუჩებზე, სადაც აქამდე არასოდეს ყოფილა ასფალტის საფარი. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მოსახლეობისთვის მსგავსი პროექტების განხორციელებს, როგორც საგზაო, ასევე დასასვენებელი ინფრასტრუქტურის მიმართულებით“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „იბერი“ ასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 1 462 546 ლარი გამოიყო.
ავტორი: თელარა გელანტია

23.ივლისი.2019 00:05
72

ლევან სურგულაძე: საპენსიო სისტემა გაწევრიანებულთა 15%-მა დატოვა

ვრცლად
22.ივლისი.2019 23:00
103

ლევან სურგულაძე: საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი უახლოეს დღეებში დაინიშნება

ვრცლად
22.ივლისი.2019 22:00
835

ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა - როგორ სრულდება 2019 წლის გეგმა?

ვრცლად
22.ივლისი.2019 21:00
148

ქრონიკული დაავადებების პროგრამის ბიუჯეტიდან 16-ჯერ მეტია დასახარჯი, ვიდრე - პირველ 6 თვეში

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:40
607

"ხშირად გვავიწყდება, რომ ევროკავშირში ექსპორტზე მომსახურების სფეროს გატანაც შეგვიძლია"

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:05
258

დიღმის ჭალებში პარკის სამშენებლო სამუშაოები აგვისტოდან დაიწყება

ვრცლად