მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, სემეკი საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფს დაადგენს

5d0a613e15fff
თელარა გელანტია
20.06.19 09:15
801
დღევანდელ საჯაროს სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელზე იმსჯელებს.

აღნიშნულ საკითხზე სემეკმა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2019 წლის იანვარში დაიწყო.

„ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართა რამდენიმე შეხვედრა დარგის ექსპერტებთან და საოჯახო სასტუმროების მფლობელებთან.

სემეკი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ის პირები, რომლებიც აქირავებენ ბინებს, როგორც დღიურად ასევე გრძელ ვადიან პერიოდში სხვადასხვა საიტის მეშვეობით, მოხმარებულ სასმელი წყლის საფასურს ისევ გადაიხდიან საყოფაცხოვრებო ტარიფით. კომისიის გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ საოჯახო ტიპის სასტუმროებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.