23.მაისი .2019 09:00

დღეს, პრემიერი ახალგაზრდა ფერმერებს შეხვდება

views 381
უკან

დღეს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ახალგაზრდა ფერმერებს შეხვდება.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) მიერ შემუშავებული წიგნის „მეცხოველეობა-მეფრინველეობა - წარმოების ტექნოლოგია" პრეზენტაცია.

წიგნის შემუშავება და დაბეჭდვა ფონდის "კონსტანტა" და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

სოფლის მეურნეობის სფეროში ახალგაზრდების ჩართვა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნის დამკვიდრება და არსებული ფერმერების კვალიფიკაციის ამაღლება აგრარული სექტორის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ახალი ცოდნით და პროფესიული უნარებით ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერება კი, რეგიონის გაძლიერებისა და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA), სწორედ აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ აგრარულ სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს, ადგილობრივ ფერმერებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობისა და კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს სთავაზობს საქართველოს მასშტაბით პროფესიული განათლებისა და გადამზადების შესაძლებლობებს, აგრარულ საგანმანათლებლო რესურსებს, მათ შორის სახელმძღვანელოებს, აგრო-ბიბლიოთეკას, მობილური აპლიკაციას „აგრონავტი" და კემბრიჯის დისტანციურ პროგრამებს).
შეხვედრას ასევე დაესწრებიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.