მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, NDI მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარუდგენს

5ce12d6d9187a
თელარა გელანტია
20.05.19 09:00
869
დღეს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2019 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ.

პრეზენტაციაზე საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული მიგნებები იქნება წარმოდგენილი.

კვლევის პრეზენტაცია 10:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართება.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 28 მარტი - 15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,927 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

კვლევის პოლიტიკური ნაწილი 21 მაისს გამოქვეყნდება.

ცნობისთვის: NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.