მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, მთავრობასა და ინვესტორ ბანკებს შორის ანაკლიის პორტის დაფინანსებაზე მოლაპარაკება შედგება

5ce2d5106309d
შოთა ტყეშელაშვილი
21.05.19 09:00
1006
დღეს, 21 მაისს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, მთავრობასა და საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის შეხევდრა გაიმართება.

შეხვედრაზე კრედიტორი ინსტიტუტების 8-პუნქტიანი მოთხოვნა განიხილება.

შეხვედრაში მონაწილეობას ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი, ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამინისტროს პირველი პირები და ოთხი დიდი საერთაშორისო ინსტიტუტი - EBRD-ი, OPIC-ი, ADB-ი და AIIB-ი მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ეს ის წამყვანი ბანკებია, რომელთაც საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 400 მლნ დოლარით უნდა დააფინანსონ.