12.სექტემბერი .2019 09:00

დღეს, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში გაიმართება

views 350
უკან

დღეს, 12 სექტემბერს, 12:00 საათზე ანაკლიაში მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს.

როგორც bm.ge-ის ხაზარაძის პრესსამსახურიდან აცნობეს, ხვალ ოფიციალურად პირველად დასახელდება ორგანიზაციის სახელწოდება და ორგანიზაციის მიზნები.

მისივე ინფორმაციით, ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა აერთიანებს წარმატებულ ეკონომისტებს, იურისტებს, ბიზნესმენებს, მენეჯერებს, მეცნიერებს, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს.

მამუკა ხაზარაძის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი აწარმოებს პირდაპირ ეთერს.

დაინტერესებულ მედიას შესაძლებლობა აქვს მიიღოს სატელიტის სიგნალი და აწარმოოს პირდაპირი ტრანსლაცია: AzerSpace 1 46.0E, Freq: 11 110.4MHz, Pol: V, S/R: 3200, Fec: 5/6, R/O: 0.25%, Date: 12.09.2019, 11:55 - 12:25.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა