15.აპრილი.2019 09:46
ეკონომიკა, საზოგადოება

დღეს, მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვევა

დღეს, მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვევა
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვევა.

რუმინეთის მთავრობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურს რუმინელი კოლეგა ვასილიკა-ვიორიკა დენჩილა უმასპინძლებს.

შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ასევე, დაგეგმილია ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და რუმინეთის კულტურისა და ეროვნული იდენტობის მინისტრი ვალერ დანიელ ბრეაზი მოაწერენ ხელს.

რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ კლაუს იოჰანის და რუმინეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდება, ასევე ესტუმრება წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს და რუმინეთის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დეპუტატი ისკო დასენი იმყოფებიან
ავტორი: თელარა გელანტია

25.ივნისი.2019 01:06
504

ზურაბ პოლოლიკაშვილი საქართველოს ტურისტულ სექტორს მხარს უჭერს

ვრცლად
24.ივნისი.2019 23:40
731

აშშ საქართველოსთვის $62 მილიონიან საგრანტო პროგრამას $90 მლნ-მდე ზრდის

ვრცლად
24.ივნისი.2019 23:27
214

პრემიერი „როსპოტრებნადზორის“ განცხადებას აფასებს: ამას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს

ვრცლად
24.ივნისი.2019 22:45
115

"ბიზნესის დიდი ნაწილის თხოვნაა, სხვა ტურისტულ ბაზრებთან ერთად, შევეცადოთ და შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი"

ვრცლად
24.ივნისი.2019 22:43
183

ნათია თურნავა: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურისტული ბაზარი არის უსაფრთხო

ვრცლად
24.ივნისი.2019 22:37
156

პრემიერი „ტურისტულ ემბარგოზე“: ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ხმა, მათი რეკომენდაციები

ვრცლად