13.ივნისი .2019 09:00

დღეს, კახი კალაძე დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება

views 637
უკან

დღეს, თბილისის მერი კახი კალაძე დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.

როგორც bm.ge-ის თბილისის მერიიდან აცნობეს, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები და ბიზნესომბუდსმენის აპარატი.

შეხვედრის მთავარ მიზანს 2018 წელს საქართველოს პარლამებტის მიერ მიღებული შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი წარმოადგენს.

დედაქალაქის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ კანონის მიუხედავად, სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დაცვა კვლავ პრობლემად რჩება.

„შრომითი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, 1 ივლისიდან მუნიციპალიტეტები, შესაბამის უწყებებთან ერთად, იწყებენ ინტენსიურ მონიტორინგს“, - აცხადებენ მერიაში.

შეხვედრა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა