მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, კახა კალაძე თურქეთს ეწვევა და თბილისისთვის განკუთვნილ ავტობუსებს დაათვალიერებს

5d3749cbaf75f
თელარა გელანტია
24.07.19 09:45
816
დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა.

მერიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დედაქალაქის მერი შეხვედრას გამართავს ISUZU-ს მწარმოებელი თურქული კომპანია Anadolu Group--ის ხელმძღვანელებთან, ეწვევა ISUZU-ს ქარხანას და თბილისისთვის განკუთვნილ ავტობუსებს დაათვალიერებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯი თი გრუპს“ შორის 220 ახალი, თანამედროვე EURO 6-ის სტანდარტის, 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 24 აპრილს გაფორმდა.

ISUZU-ს მარკის 8-მეტრიან ავტობუსები გათვლილი იქნება 53 მგზავრზე და სრულად ადაპტირებული შშმ პირთათვის. ავტობუსებში უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და WiFi.