13.ივნისი .2019 09:40

დღეს, ფაბრიკაში საგანმანათლებლო მეთოდების გამოფენა გაიხსნება

views 539
უკან

„World Vision საქართველოს” ოფისი ,,მშვიდობისა და განვითარების აკადემიასა” და ,,საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან“ ერთად მართავს საგანმანათლებლო მეთოდების გამოფენას.

საერთაშიროსო ღონისძიება დღეს, 13 ივნისს, 16:00 საათზე მულტიფუნქციურ ცენტრ ფაბრიკაში გაიხსნება.

მისaმართი: ნინოშვილის ქუჩა N8.

საგანმანათლებლო მეთოდების გამოფენა არის სივრცე, რომლის ინტერაქტიულ და ინსპირაციულ გარემოში, მონაწილეებს საშუალება ექნებათ გამართონ დისკუსიები, დებატები და გააზიარონ ახალგაზრდებთან მუშაობის ეფექტური მიდგომები და მეთოდები.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 100-მდე ახალგაზრდასთან მომუშავე სპეციალისტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და ევროპის 10-ზე მეტი ქვეყნიდან.

მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ იმ ეფექტურ პრაქტიკას, რაც ახალგაზრდულ მუშაკებს საშუალებას მისცემს დაგეგმონ და ჩაატარონ ახალგაზრდული სამშვიდობო კამპანიები და ჩართულნი იყვნენ კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში. ასევე, წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდობის ეკონომიკური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად საჭირო საგანმანათლებლო პროგრამები, რაც დღემდე გამოყენებულა ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

“World Vision საქართველო” აღნიშნულ ინიციატივაში ჩართულია ევროკავშირის პროექტის „კომპეტენციები დასაქმებისთვის“ ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია EU4YOUTH პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის ზრდას დასაქმებასა და განათლებაზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა