მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესვლა ძვირდება - მიზეზს სააგენტო განმარტავს

5ccb0d296b2d5
ლიკა გურაბანიძე
03.05.19 09:40
1893
დღეიდან, საქართველოში დაცულ ტერიტორიებზე ბილეთების ფასი 10%-15%-ით იზრდება.

როგორც bm.ge-ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ნიკო თევდორაშვილმა განუცხადა, ბილეთებზე ფასის ზრდა ელექტრონული ბილეთების სისტემის დანერგვამ გამოიწვია.

„დღეიდან, ტერიტორიებზე ბილეთების რეალიზება ელექტრონული გზით მოხდება, რაც ვიზიტორთა მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ელექტრონული ბილეთების სისტემის დანერგვის გამო, გაიზარდა ბილეთის ღირებულება და საკომისიო მომსახურების გადასახადი დაემატა. აქვე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ საფასურის ზრდა მინიმალურია და 10%-15%-ს შეადგენს“, - განაცხადა თევდორაშვილმა.

მისივე განცხადებით, ბილეთების რეალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის, ფინანსური მონიტორინგისა და ვიზიტორთა შესვლის კონტროლის უზრუნველყოფას კომპანია „გურუ.ჯი“ ახორციელებს.

„კომპანიამ ვიზიტორთა ცენტრებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოაწყო. დამონტაჟდა გამშვები ტურნიკეტები, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა, ბილეთის საბეჭდი აპარატები, ასევე სალაროსთან ლოდინის რეჟიმის განტვირთვის მიზნით ბილეთის ყიდვის სწრაფი აპარატები“, - აღნიშნა ნიკო თევდორაშვილმა.

„მარტვილის კანიონი“ - ფასები საქართველოს მოქალაქეებისთვის 9 ლარიდან - 10.35 ლარამდე გაიზარდა. უცხოეთის მოქალაქეებისთვის - 15 ლარიდან 17.25 ლარამდე.

„პრომეთეს მღვიმე“ - ფასები საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 ლარიდან 11.50 ლარამდე გაიზარდა, ხოლო უცხოელებისთვის - 20-დან 23 ლარამდე.

„სათაფლია“ - ფასები საქართველოს მოქალაქეებისთვის 7 ლარიდან 8 ლარამდე გაიზარდა. უცხოეთის მოქალაქეზე - 15 ლარიდან 17.25 ლარამდე.

„ოკაცეს კანიონი“ - ფასი საქართველოს მოქალაქეებზე 8 ლარიდან 9.20 ლარამდე გაიზარდა, უცხოეთის მოქალაქეებზე კი, 15-დან 17.25 ლარამდე.