01.თებერვალი.2016 10:07
საფინანსო სექტორი

დღეიდან მიმოქცევაში ლარის განახლებული ბანკნოტები გაეშვება

დღეიდან მიმოქცევაში ლარის განახლებული ბანკნოტები გაეშვება
2016 წლის პირველი თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმოქცევაში ლარის განახლებული ბანკნოტები გამოვა.
 
თავდაპირველად მიმოქცევაში გავა 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები. რაც შეეხება 100 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტებს, როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ის წელს მოგვიანებით გავა მიმოქცევაში.
 
"ლარის განახლებულ ბანკნოტებზე შენარჩუნებულია კარგად ნაცნობი, ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა, ამავდროულად ბანკნოტებზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით. განახლებული დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას.

ლარის განახლებულ ბანკნოტებს ახასიათებს მკვეთრად გამორჩეული ფერების სპექტრი, რომელიც ჰარმონიულად არის შეხამებული ძირითადი სიუჟეტების დომინანტურ და კონტრასტულ ფერებთან.

განახლდა ლარის ბანკნოტის ზომებიც. გამოყენებულია ნომინალების მიხედვით ბანკნოტების ზომების დიაგონალური, სიმეტრიული ზრდის პრინციპი. ლარის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.

ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი.

5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები განახლდება მოგვიანებით. ძველი ემისიების ბანკნოტები მიმოქცევაში იქნება ლარის განახლებულ ბანკნოტებთან ერთად”, - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

23.აპრილი.2019 15:51
134

ივანე მაჭავარიანი - 60,000 ლარი მაქვს დანაზოგი და ძალიანაც წყნარად ვგრძნობ თავს

ვრცლად
23.აპრილი.2019 15:31
55

მინისტრი: "ომეგა ჯგუფს" ჭკუასთან ახლოს მყოფი არც ერთი შეთავაზება არ გაუკეთებია

ვრცლად
23.აპრილი.2019 15:21
58

"საპროცენტო განაკვეთები ხშირად 1000%-ს აღწევდა, ეს არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემა"

ვრცლად
23.აპრილი.2019 14:46
89

"ბიუროკრატიის ზომა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში"

ვრცლად
23.აპრილი.2019 13:24
33

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ვრცლად
22.აპრილი.2019 17:55
398

ეროვნული ბანკი მოსახლეობას თაღლითური საფინანსო ვებგვერდების შესახებ აფრთხილებს

ვრცლად