მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატის შეფასებით, ვინც მის საკანონმდებლო ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, "ეკონომიკის გაგნებაში არ არის"

5d2ca3c53b1e2
სალომე მეცხვარიშვილი
15.07.19 22:00
3294
დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, რომელი დეპუტატიც მის საკანონმდებლო ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, “ეკონომიკის გაგნებაში არ არის” -  ასე პასუხობს ის bm.ge-ს შეკითხვას, აქვს თუ არა მას საკუთარი კოლეგების მხარდაჭერის იმედი “შრომით კოდექსში” შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც მან თავად მოამზადა.

კანონპროექტით, უქმეებზე მუშაობა და ზეგანაკვეთი საათობრივი 50%-იანი დანამატით უნდა ანაზღაურდეს. მიღების შემთხვევაში დამსაქმებლებს დასაქმებულთა მიერ რეალურად შესრულებული სამუშაოს დროის ხანგრძლივობის დეტალური აღრიცხვა და ამ აღრიცხვის საფუძველზე, ზეგანაკვეთური მუშაობისთვის შესაბამისი სახელფასო დანამატების გაცემა მოუწევთ. ასევე წესდება ლიმიტი - დასაქმებული არ შეიძლება კვირაში 6 დღეზე მეტს მუშაობდეს.

“მე ასევ ვაყენებ საკითხს. იმედია, ყველას გათვიცნობიერებული აქვს შრომის მნიშვნელობა. თუ შრომის მნიშვნელობა გათვიცნობიერებული აქვთ, ამ მინიმალურ სტანდარტებზე უარი არ უნდა თქვან. თუ უარს იტყვიან ე.ი. მათ არ აინტერესებთ მშრომელების მდგომარეობა.

მხარს ვინც არ დაუჭერს, საერთოდ გაგნებაში არ არის ეკონომიკის... მერე რომ ჩაეკითხები და ჰკითხავ, ბიზნესს რა თვალსაზრისით შეიძლება დააწვეს, მერე უკვე ჩერდებიან. რადგან მანტრასავით რაც ჩაუდეს 30 წელი თავში, იმას იმეორებენ...

ბიზნეს დააწვება არ დააწვებაზე კი არ არის აქ საუბარი, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ადამიანებმა აღარ იშრომონ მონურ მდგომარეობაში”, - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.