12.ივლისი .2019 15:08

დეპუტატებმა პლენარული სხდომები "საპატიო მიზეზით" 1879-ჯერ გააცდინეს

views 636
უკან

დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" საქართველოს პარლამენტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში პარლამენტის პლენარული სხდომები "საპატიო მიზეზით" 1879-ჯერ გააცდინეს.

დეპუტატებმა ამ გაცდენების უდიდეს ნაწილში - 1430 შემთხვევაში-  მიზეზად "ოჯახური მდგომარეობა" მიუთითეს, 445 საპატიო გაცდენის მიზეზად დეპუტატებმა "პოლიტიკური მოსაზრება" დაასახელეს, 146 შემთხვევაში ამის მიზეზი მივლინებაში ყოფნა, 98 შემთხვევაში კი- ავადმყოფობაა. 

"რაც შეეხება არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომების გაცდენას, არცერთ პარლამენტის წევრს არ დაუკავდა ხელფასის 10 პროცენტი და არც დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაკისრებია არასაპატიო მიზეზით ერთზე მეტი სხდომის გაცდენისთვის,"- ნათქვამია TI-ის კვლევაში. 

საპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ სხდომა ენმ-ის დეპუტატმა კობა ნაყოფიამ გააცდინა, ის პლენარულ სესიას 47-ჯერ არ დაესწრო. მეორე ადგილზე, 46 გაცდენით ასევე ენმ-ის წევრი აზერ სულეიმანოვია. მესამე ადგილზე 45 გაცდენით ნიკა მელიაა, 42 გაცდენით კი მეოთხე ადგილზე თინა ბოკუჩავა გავიდა. 



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა