მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დელტა" სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებს ყიდულობს

5d07820c55f20
სალომე მეცხვარიშვილი
17.06.19 16:15
1588
"დელტა" 2000 ერთეულ სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტას ყიდულობს. სახელმწიფო შესყიდვა დღეს გამოცხადდა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1,2 მილიონი ლარია.

დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი კომპანიის მიერ ანალოგიური საქონლის მიწოდების გამოცდილების შესახებ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ბოლო სამი წლის განმავლობაში, რომლის საერთო ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 1 500 000 ლარი. ამასთან, შესაბამისი შენახვის პირობებში მოწოდებულ საქონელს უნდა გააჩნდეს 3-წლიანი საგარანტიო ვადა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" მიერ საქართველოში, კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დამონტაჟდა. სეტყვის აღმკვეთი სამუშაოების მიზანი ძირითადად მდგომარეობს შემდეგში: მკვეთრად უნდა მოხდეს სეტყვის მარცვლების ზომაში შემცირება, ან მოხდეს მათი გარდაქმნა და შეცვლა წვიმის წვეთებად, მანამ სანამ მოხდება სეტყვის მარცვლების ფორმირება.

სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები "დელტამ" არაერთხელ გამოიყენა.