23.აპრილი.2016 12:25
ეკონომიკა

დავით სერგეენკო: ჯანდაცვის ანგარიშები საზოგადოებას ყოველწლიურად წარედგინება

დავით სერგეენკო: ჯანდაცვის ანგარიშები საზოგადოებას ყოველწლიურად წარედგინება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჯანდაცვის პროფილზე საზოგადოებას სრულ ინფორმაციას წარუდგენს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა "ბიზნესკონტაქტის“ ეთერში განაცხადა. მინისტრის თქმით, ყოველწლიურად ხდება ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნებაც, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს.
 
"ყოველწლიური ანგარიშები წარედგინება საზოგადოებას, ამას აკეთებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, სადაც არის სრული ინფორმაცია საქართველოს ჯანდაცვის პროფილზე, სრული პარამეტრები. რაც შეეხება მის ფინანსურ შემადგენელს, ყოველწლიურად ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს ამ ანგარიშს, ფინანსურ ანგარიშებს, ასე რომ არავითარი საინფორმაციო შიმშილი ამ მხრივ არ უნდა იყოს და ნებისმიერი ინფორმაცია მისაწვდომია უფრო ხშირად, ვიდრე წელიწადში ერთხელ“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის ეროვნულ ანგარიშებზე "ბიზნესკონტაქტთან“ საერთაშორისო ფონდ Curatio-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა. გიორგი გოცაძის თქმით, მთავრობა ჯანდაცვის ანგარიშების წარმოებას აღარ ახდენს და აღარ მოიპოვება მისი წინა 10 წლიანი ისტორიაც.

21.აგვისტო.2019 21:20
138

დაბინძურებული ბეშუმი - დამსვენებლები დანაგვიანებულ გარემოზე ჩივიან <ფოტო>

ვრცლად
21.აგვისტო.2019 21:00
268

„საპენსიო დანაზოგებს დღეს 7% ერიცხება, რაც არაა ცუდი - მომავალში გაცილებით მეტი დაერიცხება“

ვრცლად
21.აგვისტო.2019 20:15
217

„სამწუხაროდ, ყველაფერი გაძვირდა ქვეყანაში, ტაქსის გარდა - ეს არ არის სწორი“

ვრცლად
21.აგვისტო.2019 19:30
166

ქარელში "რუისის ქარის ელექტროსადგურის" მშენებლობა იგეგმება

ვრცლად
21.აგვისტო.2019 19:00
122

ფილარმონიის ბედი კვლავ გაურკვეველია - ეკონომიკის სამინისტრო 6 თვეა ფიქრობს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:45
176

„რაინეარის" კომერციული დირექტორი: „ეს მხოლოდ დასაწყისია"

ვრცლად